Thursday, June 16, 2011

ICT

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ჩვეულებრივ უწოდებენ ICT–ს. იგი ხშირად გამოიყენება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) გაფართოებული სინონიმი, მაგრამ როგორც წესი ICT უფრო ზოგადი ტერმინია, რომელიც ერთიანი საკომუნიკაციო და ინტეგრაციის სატელეკომუნიკაციო (სატელეფონო ხაზების და უკაბელო სიგნალის), ინტელექტუალური შენობის მართვის სისტემების და აუდიო _ ვიზუალური სისტემების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების როლებს უსვამს ხაზს. ICT შედგება ყველა იმ ტექნიკური საშუალებისაგან რომელიც გამოყენება ინფორმაციის დაამუშავებლად და ეხმარება კომუნიკაციას, მათ შორის კომპიუტერულ და ქსელურ მოწყობილობებს, საკომუნიკაციო middleware–ს(არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტს. პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს კომპლექტურ მომსახურებას, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ მანქანაზე გაშვებული სხვადასხვა პროცესების ურთიერთქმედებას.) ასევე საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით, ICT მოიცავს IT–ს, ისევე როგორც სატელეფონო, სამაუწყებლო მედიის ყველა სახის აუდიო და ვიდეოს დამუშავების და გადაცემის, და ქსელზე დაფუძნებული კონტროლისა და მონიტორინგის ფუნქციებს. ეს ფრაზა (ICT) პირველად დენის სტივენსონმა გამოიყენა 1997 წელის ბრიტანეთის მთავრობისადმი ანგარიშში, და 2000 წელს ბრიტანეთში ახალი „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დოკუმენტაციამ პოპულარიზება გაუკეთა მას.
ICT ხშირად გამოიყენება კონტექსტში "ICT საგზაო რუკა" რომელიც მიუთითებს გზას რომელსაც ორგანიზაცია გაივლის საკუთარი ICT საჭიროებების მიხედვით.

ტერმინი ICT ახლა უკვე გამოიყენება როგორც აუდიო _ ვიზუალური და სატელეფონო ქსელების კომპიუტერულ ქსელებთან ერთი მოდემით ან ბმულის სისტემის საშუალებით შერწყმის (კონვერგენცია) აღმნიშვნელი ტერმინი. არის დიდი ეკონომიკური სტიმული (სატელეფონო ქსელის აღმოფხვრის შემთხვევაში უზარმაზარი ხარჯების დაზოგვის სახით) აუდიო _ ვიზუალური, სამშენებლო მენეჯმენტისა და სატელეფონო ქსელის – კომპიუტერული ქსელის სისტემასთან შერწმისა და ერთიანი სისტემის გაყვანისა, რომელიც გამოიყენებს ერთიანი სიგნალის გავრცელებისა და მართვის სისემას. იხილეთ VOIP და ინტელექტუალური ინფრასტრუქტურის მართვა (IIM). ამან თავის მხრივ ზეგავლენა მოახდინა ისეთ ორგანიზაციების ზრდაზე რომეთა დასახელებაც შეიცავს ტერმინს ICT, რაც მიუთითებს მათი სპეციალიზირებას სხვადასხვა ქსელური სისტემების შერწყმის პროცესში.


No comments:

Post a Comment